ძებნა

„საქართველოს კინოაკადემია“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ყოფილი ააიპ „საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი“), რომელიც წევრთა ყრილობის 25.09.2015 გადაწყვეტილებით „საქართველოს კინოაკადემიად“ ჩამოყალიბდა.

კინოაკადემიის საქმიანობის ძირითადი მიზანია ქართული კინემატოგრაფიის განვითარება და პოპულარიზაცია, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში ეროვნული კინოს პრესტიჟის ამაღლება.
კინოაკადემია პოპულარიზაციას უწევს ქართულ კინოს, როგორც ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილს და ხელს უწყობს საზოგადოების ინტერესის გაღვივებას ქართული ეროვნული კინოსადმი, ზრუნავს ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაზე.
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კინოაკადემია იცავს საკუთარი წევრების საავტორო და სხვა უფლებებს, შემოქმედებით თავისუფლებას და ინტერესებს;
არჩევს და გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიებში, აწესებს პროფესიული ჯილდოებს და ადგენს კინემატოგრაფისტებისთვის პროფესიული ჯილდოების მინიჭების წესს და კრიტერიუმებს;
ორგანიზებას უწევს და ატარებს დაჯილდოების გალა ცერემონიალს;
არჩევს და რეკომენდაციას უწევს ეროვნულ ფილმებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე, ასევე უცხოური კინოაკადემიების ჯილდოებზე წარსადგენად;
ორგანიზებას უწევს და ატარებს მასტერკლასებს და ტრეინინგ პროგრამებს კინოს სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალების, განსაკუთრებით ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ხელს უწყობს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა პროფესიულ ზრდას, მხარს უჭერს მათ შემოქმედებით ინიციატივებს;
პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს სხვადასხვა ნაციონალურ, ევროპულ და ამერიკულ კინოაკადემიებთან და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს სხვადასხვა შემოქმედებით და საგანამნათლებლო პროექტებს.

 

ახლა შესაძლოა Blu-Ray დისკების  და სხვა ფორმატის მაღალხარისხიანი (HD) გამოსახულების პროექცია (PAL, NTSC, 24p) მოცულობითი ხმოვანების, 5.1 სისტემის თანხლებით.

 საჩვენებელი ფორმატები:

ვიდეო - DVD, Blu-Ray, AVC-HD, HD-H264 mp4
480p 720p, 1080p 1080i. 24, 25, 29,97, 30 f/ps
აუდიო - PCM stereo, Dolby stereo, Dolby True HD 5.1

 მაყურებელთათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად იგეგმება დარბაზის მოდერნიზაცია 

 

კავშირი არის საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, კინოხელოვანთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს პროფესიონალ კინემატოგრაფისტებს და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის ხელშეწყობას, მის წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას. შესაძლებლობის ფარგლებში, კავშირის წევრებს უქმნის პროფესიული თუ საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საჭირო პირობებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავს კავშირის წევრთა მატერიალურ, სოციალურ მდგომარეობაზე და უწევს მათ საქველმოქმედო დახმარებას.

კავშირი ქართული კულტურის ტრადიციებზე დაყრდნობით ზრუნავს ქართული კინემატოგრაფის სრულყოფისა და განვითარებისათვის.  
აანალიზებს ქართული კინოს განვითარების ტენდენციებს, ზრუნავს კინემატოგრაფში ქართული ენის სტატუსის დაცვაზე;
შეიმუშავებს წინადადებებს, რეკომენდაციებს და იღებს მონაწილეობას შესაბამის ორგანოებთან კინოწარმოებასთან, კინოჩვენებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტების განხილვის და მიღების პროცესში;
კავშირი მხარს უჭერს კინო განათლების განვითარებას და სრულყოფას; ხელს უწყობს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა პროფესიულ დაოსტატებას, მხარს უჭერს მათ შემოქმედებით ინიციატივას და მხატვრულ ძიებებს;
შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება და ყურადღებას აქცევს კინოხელოვნების ვეტერანებს;

ქმნის პირობებს კინოხელოვნების პრობლემებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნისათვის;
შეუძლია წარადგინოს ქართული კინო, ტელე, ვიდეოფილმები საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებზე. მონაწილეობს ფესტივალების ჩატარებაში;
წარადგენს კინო კულტურის მოღვაწეებსა და ნაწარმოებებს სხვადასხვა სახის პრემიებზე. აწესებს და გასცემს კინემატოგრაფისტთა კავშირის პრემიებს;
ატარებს სხვადასხვა სახის შემოქმედებით ღონისძიებებს;
ახორციელებს ღონისძიებებს გამოჩენილ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად;
ზრუნავს სხვადასხვა სახის კინემატოგრაფიული ორგანიზაციების  შექმნასა და მათ ნორმალურ მუშაობაზე;
ზრუნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ფილმების დაცვაზე და ქართული კინოფონდის საქართველოში თავმოყრასა და შენახვის საკითხებზე.

 

გააზიარეთ

Submit to FacebookSubmit to TwitterSubmit to LinkedIn

afisha

Download Full Premium themes - Chech Here
Free artbetting.net bookamkers reviw.
http://b.artbetting.net/